|
2025-02-17 13:21:44, 1222 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მასიური იერიში მიიტანა - კიევში დაშავდა ერთი ადამიანი
რუსეთმა უკრაინაზე 147 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა. დრონების თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში დაზიანდა რამდენიმე შენობა, დაშავებულია 19 წლის ახალგაზრდა კაცი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 83 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების შედეგად ლოკაციურად დაიკარგა 59 დრონი. საჰაერო ბრძოლა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქებში მიმდინარეობდა. უწყების ცნობით, ხარკოვის, კიევისა და პოლტავის ოლქებში იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა. ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები ორელის, ბრიანსკის, კურსკის, მილეროვოს, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან ააფრინეს. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების გარდა, ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები მონაწილეობდნენ. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)