|
2025-02-17 12:52:37, 1532 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - შვედეთი არ გამორიცხავს ომის შემდეგ უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნას
შვედეთი არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას ომის შემდგომი მშვიდობისმყოფელი ძალების ფარგლებში. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ შვედეთის საზოგადოებრივ რადიოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. „ახლა თავდაპირველად უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას სამართლიან და მდგრად მშვიდობასთან დაკავშირებით, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, პატივს სცემს უკრაინას და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს უბრალოდ უკან დახევა, ახალი ძალების მობილიზება და რამდენიმე წელში უკრაინასა ან სხვა ქვეყანაზე თავდასხმა. ასეთი მშვიდობის დამყარების შემდეგ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მისი შენარჩუნება შესაძლებელია და ამის შემდეგ ჩვენი მთავრობა არ გამორიცხავს არაფერს“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმე სტენეგარდმა ინტერვიუში. ეს განცხადება შვედმა დიპლომატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები გაგზავნოს სამშვიდობო მისიით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)