|
2025-02-16 13:23:48, 1257 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ქალაქ ნიკოლაევსა და კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსულმა არმიამ „შაჰედის“ ტიპის დრონებით მიიტანა იერიში ქალაქ ნიკოლაევზე. დაზიანდა ხუთი მრავალსართულიანი სახლი. შედეგად გაჩნდა ხანძარი. როგორც ცნობილია, დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ნიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ დრონებით დარტყმა განხორციელდა „კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე“, რის შედეგადაც ბევრი სახლი გათბობის გარეშე დარჩა. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ასევე, დრონების თავდასხმა მოხდა კიევსა და მის შემოგარენზე. საჰაერო განგაში ხუთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ბორისპოლში დრონის დარტყმის შედეგად საწყობის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ბროვარის რაიონში დარტყმის ტალღამ დააზიანა ექვსი კერძო საცხოვრებელი სახლი. დაშავებულები არ არიან. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, ღამის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შემჩნეული იყო 143 საბრძოლო დრონი. მათგან 95 ჩამოგდეს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. დაზარალდა კიევის, ნიკოლაევის, სუმისა და ოდესის ოლქები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)