19:39 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 17:50:58, 497 ნახვა

საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტის, დავით ფუთურიძის განცხადებით, მას უცნობი პირები ქუჩაში თავს დაესხნენ

სამოქალაქო აქტივისტის, დავით ფუთურიძის ინფორმაციით, მას უცნობი პირები ქუჩაში თავს დაესხნენ.

როგორც აქტივისტი თავად ჰყვება, თავდამსხმელები უცნობი პირები იყვნენ, თუმცა, მათი ამოცნობა შეუძლია.

„სახლიდან გამოვედი, უნდა გავსულიყავი საქმეზე. გამოვიარე და ქუჩაში ერთი მაღალი, გამხდარი ტიპი იდგა, იქით იდგა ჩემზე ოდნავ დაბალი ტიპი. შლაგბაუმთან იდგა პირბადიანი ადამიანი. ამ დაბალმა მომიქნია ხელი ტელეფონზე რომ ვლაპარაკობდი, ტელეფონი დამაგდებინა. წინააღმდეგობის გაწევა დავიწყე და უკნიდან მომხვდა რაღაც საგანი, შევბარბაცდი და წავიქეცი. სახეზე ავიფარე ხელი და ორი წუთი, ალბათ, მირტყამდნენ. არცერთი არ მეცნობოდა, მაგრამ რომ ვნახო ახლა ვიცნობ. ტერიტორია მუქი ნაცრისფერი მერსედესით დატოვეს.

ერთი შეგინება გავიგონე. მეოთხე ადამიანიც თან ახლდათ, მძღოლი. ვუკავშირებ პოლიტიკურ აქტივობას, აქციებზე აქტიურად ვარ. რომ მომიტაცეს გრაფიტების დაწერის გამო, "მესიჯი" იყო მარტივი, გაჩუმდიო, რადგან არ გავჩუმდი და გავაგრძელე აქტიურობა, რაღაცნაირად უნდა გამსწორებოდნენ და მოიფიქრეს ეს.

აქ ერთი კვირაა აქ გადმოვედი, ფიზიკურად ვერ ეცოდინებოდა ვერავის, რადგან არსად ფიქსირდება, რომ აქ ვცხოვრობ. პოლიცია არ გამომიძახებია. არ ვთვლი, რომ რამე რეაგირება ექნება. ისეთი ქუჩაა, კამერები იქნება", - ამბობს დავით ფუთურიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics