13:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 14:56:37, 1534 ნახვა

რეგიონი
“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ ლოზუნგით სარფში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით სარფში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

 მათივე განცხადებით,  ერთ-ერთი აქციის დროს თემურ ქათამაძე უკანონოდ დააკავეს.

„ყველა ქართველი უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. დაკავებული თემურ ქათამაძე არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ კულტურისა და ენის პოპულარიზაციას. ეს ადამიანი თავის თანამებრძოლებთან ერთად საქართველოს 2000 წლებში ფერეიდნელ ქართველებთან ერთად, საქართველოს პატრიარქს ხვდებოდა. სამწუხაროდ, ისტორიული ქარტეხილების გამო წასული ეს ადამიანები უნდა მივიღოთ. თუ რუსეთის მოქალაქეებისთვის, მოქალაქეობის მინიჭება თავისუფლად არის შესაძლებელი, თემურ ქათამაძეს ქართველს, მოქალაქეობას არ ანიჭებენ! მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სამშობლოსთან კავშირის დამყარებას ცდილობდა, მას პოლიციელი „თურქს“ უწოდებს. როგორ შეიძლება მას შეურაცხყოფა მიაყენო, ჩვენს ქართველს?! ჩვენი მედროშე თემურ ქათამაძე უნდა გათავისუფლდეს!” - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს
უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics