|
2015-02-16 14:35:14, 2079 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტელებმა ლიბიაში ისლამისტების პოზიციებზე ავიაიერიში განახორციელეს
ეგვიპტის საჰაერო-საბრძოლო ძალებმა ლიბიაში ჯიჰადისტების დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიში განახორციელეს. „ბი ბი სის“ ინფორმაციით , საჰაერო-საბრძოლო ძალებმა აღიშნული ქმედება ჯიჰადისტების მიერ 21ქრისტიანი ეგვიპტელის მკვლელობამ და ამ მკვლელობის ამსახველი ვიდეოს სოციალურ ქსელში განთავსებამ გამოიწვია. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, მებრძოლებმა საჰაერო იერიში სწავლების ფარგლებში მხოლოდ საწვრთნელ ბაზებზე განახორციელეს. თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, იერიში ქალაქ „დერნაზე“ განხორციელდა. ამასთან, ქრისტიანების სიკვდილით დასჯას ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ჰათაჰ ალ სისი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ვიდეოს უტყუარობა დადასტურდა, ეგვიპტე შურს იძიებს ჯიჰადისტებზე. შეგახსენებთ, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ლიბიელმა ჯიჰადისტებმა 21 ქრისტიანი ეგვიპტელი მოკლეს. მათ ქრისტიანებისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტით გაავრცელეს. ვიდეომასალაში ჯიჰადისტების ერთ-ერთი ლიდერი ასე მიმართავს ქრისტიანულ სამყაროს- „ჯვაროსნებს უსაფრთხოებაზე მხოლოდ ოცნება შეგიძლიათ”.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)