09:31 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 14:25:43, 652 ნახვა

პოლიტიკა
ვასილ ციბენკო: უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და უფლება აქვს ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის

 "უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და უფლება აქვს ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის," - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით,  პოროშენკო დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული არაა. ამასთან, ელჩის განმარტებით, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილზე არჩევანის გაკეთებისას,  მისი დიდი გამოცდილება და რეფორმების გატარების უნარი გაითვალისწინა.

"როცა პოროშენკომ ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე სააკაშვილი დანიშნა თავის უშტატო მრჩევლად, რა თქმა უნდა, გაითვალისწინა დიდი გამოცდილება და რეფორმების გატარების უნარი.ჯარის მოდერნზიაცია. უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო დარწმუნებულია, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ის არ გახდება დაბრკოლება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, რომლის საფუძველი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობათა დროით გამოცდილი მეგობრობაა. უკრაინის მხარემ, რა თქმა უნდა, გაითვალისწინა, რომ ვიდრე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არაა შესული, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ისევე როგორც სხვა ადამიანებზე უდანაშაულობის პრეზუმცია ვრცელდება.ის თავისუფალი ადამიანია და მოგზაურობს ევროაპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.ესწრება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სხდომებს, ხვდება ლიდერებს. რაც შეეება საქართელოს ხელისუფლების შეშფოთებას, უკრაინა ყურადღებით შეისწავლის ამ საკითხს",-განაცხადა ვასილ ციბენკომ და აქვე დასძინა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე უკრაინაში მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ვასილ ციბენკო უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხზე განმარტებებისათვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics