12:45 - 20 Aug, 2026
|
2025-02-13 15:22:34, 476 ნახვა
სამართალი
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - პროცესს გერმანიის, დანიის, ნორვეგიისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას ერთი მოწმე - პოლიციელი გაიოზ ეფრემიძე ჰყავს წარმოდგენილი. სასამართლო პროცესს გერმანიის, დანიის, ნორვეგიისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან. ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)