|
2025-02-13 11:41:13, 970 ნახვა
ომი უკრაინაში
კაია კალასი - უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა, ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებებში, რომელიც უკრაინას შეეხება, ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს. „უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა. ახლა ჩვენი პრიორიტეტი უკრაინის გაძლიერება და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიცემა უნდა იყოს. ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს“, – დაწერა კალასმა. მან აგრეთვე გააზიარა საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი განცხადების ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ მათ ამერიკელებთან ერთად სურთ უკრაინაზე მოლაპარაკებების წარმოება. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან. საუბრების მთავარი თემა უკრაინაში ომის შეჩერება იყო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)