10:16 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 15:02:48, 393 ნახვა

მსოფლიო
ხარჯების შესამცირებლად ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა რამდენიმე საკონსულო დახუროს

NBC News-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ხარჯების შემცირების მიზნით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში საკონსულოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვას განიხილავს. ამის შესახებ ტელემაუწყებლობა NBC News-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმა მაღალჩინოსანმა აცნობა.

ტელემაუწყებლობის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ევროპას, კანადას, მექსიკასა და წყნარი ოკეანის კუნძულებს შეეხოს. მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპმა უკვე გადახედა პოტენციური საკონსულოების სიას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

წყაროების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა ზოგიერთი საკონსულო გადახედვას უკვე დაუქვემდებარეს. ამას გარდა, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები განიხილავენ საკონსულოების დიპლომატიურ საჭიროებას და მსჯელობენ დამატებით სამთავრობო აქტივობებზე, რამაც შესაძლოა ისინი ჩაანაცვლოს, როგორიცაა სამხედრო კონტრაქტები და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება. 

ამასთანავე, მაღალჩინოსნებმა NBC News-თან თქვეს, რომ საკონსულოების ძირითადი ნაწილი, რომელიც შესაძლოა ამ გადაწყვეტილების სამიზნე გახდეს, გერმანიასა და საფრანგეთშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics