|
2025-02-12 12:08:12, 887 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება
პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს. „რუსეთმა წუხელ უკრაინას ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტია. საცხოვრებელი კორპუსები, საოფისე ფართები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსული ტერორი თავისით არ დასრულდება“. „პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება - ის უკრაინელების მკვლელობასა და ქალაქების განადგურებას აგრძელებს. ამ ტერორის დასრულება მხოლოდ ძლიერ ქმედებებსა და ზეწოლას შეუძლია. ახლა, ამ ომის სამართლიანად დასრულებისთვის ბრძოლაში ჩვენი ყველა პარტნიორის ერთიანობა და მხარდაჭერა გვჭირდება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)