11:47 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 10:44:41, 401 ნახვა

მსოფლიო
ჯო უილსონი - საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც გაბედულად მოითხოვს ახალ არჩევნებს

საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, გაბედულად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ­- ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, "ოქტომბერში პუტინისტურმა ქართული ოცნების რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა.

"რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისთვისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს.

მამაცი ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ქუჩებშია, უწყვეტი პროტესტის 76-ე დღეს. ქართველების 80%-ს სურს, რომ ამერიკის ახლო მეგობრები, ევროკავშირისა და NATO-ს ნაწილი იყვნენ, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატიმრებებით პასუხობს.

რეჟიმმა შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თეირანის რეჟიმს ეწვია, მაშინ როდესაც ირანის რეჟიმმა პრეზიდენტ დონალდ დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა.

საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, გაბედულად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს", – განაცხადა ჯო უილსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics