15:08 - 20 Aug, 2026
|
2025-02-10 12:14:58, 532 ნახვა
საზოგადოება
ხუტაშვილის და მუმლაძის შემდეგი სასამართლო სხდომა 7 მარტს გაიმართება
რუსთაველის გამზირზე მდებარე კამერების დაზიანების დამო დაკავებული გურამ ხუტაშვილის და დანიელ მუმლაძის შემდეგი სასამართლო პროცესი 7 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება. 30 იანვარს ხუტაშვილი და მუმლაძე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულების პატიმრობაში დატოვება პროკურატურამ მოითხოვა, პროკურორის თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა მოსამართლემაც. შსს-მ 1998 წელს დაბადებული გურამ ხუტაშვილი 12 დეკემბერს დააკავა, მას 112-ის ბალანსზე არსებული 7 სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუტაშვილს 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება. იგივე ბრალდება აქვს წარდგენილი დანიელ მუმლაძესაც.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)