|
2025-02-08 16:58:19, 649 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნდა
საზოგადოებრივი ასამბლეა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს გააერთიანებს და მისი მიზანი მოქალაქეების მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება, მშვიდობიანი და სტრატეგიული გზით კრიზისის დაძლევა და იმ მექანიზმების შექმნა იქნება, რომლებიც მომავალში საქართველოს მსგავსი კრიზისების თავიდან არიდებაში დაეხმარება. ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებით მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავება, განხილვა და თავიანთი ძალისხმევით საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერება შეეძლებათ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ინტერეს ჯგუფს, ასამბლეაში შეერთება მემორანდუმზე ხელის მოწერით შეუძლია. როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, არსებული პოლიტიკური სისტემა, ტრანსფორმაციის გარეშე ვერ ახერხებს მოცემული კრიზისის გადაჭრას და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნებას და წარმოქმნის მხოლოდ ნეგატიური განვითარების სცენარებს. მემორანდუმში ასევე საუბარია ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მნიშვნელობაზე, არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრისა და ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)