14:47 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 14:48:09, 470 ნახვა

მსოფლიო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას Associated Press-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი.

ერმაკის თქმით, უკრაინის დელეგაცია წარადგენს ქვეყნის პოზიციას ომის დასრულებასთან დაკავშირებით და შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ ომის დასრულებასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით, მაგრამ აუცილებელია ერთად ვიყოთ, არ მივცეთ რუსეთს მსოფლიოს გაყოფის, პარტნიორების გაყოფის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ მიუნხენის შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის აღკვეთა.

ამასთან, ერმაკმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი თებერვლის ბოლოს უკრაინას ეწვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics