|
2025-02-06 13:11:45, 466 ნახვა
სამართალი
თსუ-ს სტუდენტის, რევაზ კიკნაძის საქმის განხილვა 20 მარტისთვის გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის მონაწილის, თსუ-ს სტუდენტის, რევაზ კიკნაძის საქმის განხილვა 20 მარტისთვის გადაიდო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ რევაზ კიკნაძის განცხადებას საქმესთან კავშირი არ ჰქონდა და რამდენჯერმე განცხადების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც რევაზ კიკნაძე მოსამართლის მოწოდებას არ დაემორჩილა, ის პროცესიდან გააძევა. ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი ლელა ცაგარეიშვილის საქმიდან აცილებას რამდენიმე გარემოების საფუძველზე ითხოვდა. ადვოკატის თქმით, მოსამართლე სანქცირებულია, ასევე არ გადასცა საქმის მასალები, რომ ექსპერტიზა დაენიშნა, რითიც დაირღვა რევაზ კიკნაძის უფლებები. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამავე დროს, მოსამართლემ პროცესის გადადების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ადვოკატს შესაძლებლობა აქვს, ექსპერტიზა დანიშნოს. რევაზ კიკნაძეს 25 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციაზე აკრძალული საგნის, კერძოდ, ქვის ტარებაში ედავებიან. ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ვიდეოში ასახული ნივთი არის თუ არა ქვა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)