|
2016-03-07 18:31:27, 710 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: შევთანხმდით, რომ „მაესტროს“ მაუწყებლობა უწყვეტ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს
შენობასთან დაკავშირებით მხარეებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ, - ამის შესახებ „მაესტროს“ ახლადანიშნული გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატის თქმით, შეთანხმება იყო იმაზე, რომ მოხდეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს შენობასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუკი მესაკუთრე კატეგორიული წინააღმდეგი იქნება იჯარის ხელშეკრულება არ გაგრძელდება და ა.ა.შ. ამასთან მისივე განცხადებით, ასეთ შემთხვევაში მოხდება ალტერნატიული ფართის მოძიება. „შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება. ჩვენ ვთხოვეთ, რომ მოგვაწოდონ სრული დოკუმენტაცია ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მხარეებს არ მიუღიათ. შეთანხმება იყო იმასთან დაკავშირებით რომ მოხდეს მოლაპარაკებები. იმ შემთხვევაში თუკი მესაკუთრე კატეგორიული წინააღმდეგი იქნება იჯარის ხელშეკრულება არ გაგრძელდება და ა.შ. ასეთ შემთხვევაში მოხდება ალტერნატიული ფართის მოძიება“, - განაცხადა ჭკუასელმა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მხარეებმა დააფიქსირეს რომ „მაესტროს“ მაუწყებლობა უწყვეტი რეჟიმით უნდა გაგრძელდეს. „მხარეებმა დავაფიქისირეთ პოზიცია, რომ მნიშვნელოვანია მაესტროს მაუწყებლობა გარძელდეს. ამაზე შევთანხმდით და მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება. ლევანი თანამშრომლობს და აცნობს თავის სამოქმედო გეგმას და დეტალებზე შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს“, - განაცხადა ჭკუასელმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)