|
2025-02-05 17:53:13, 470 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - სრულიად მიუღებელია, რომ რეპრესიები და დათხოვნები თავდაცვის სამინისტროს შეეხოს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლების დათხოვნის გეგმასთან დაკავშირებით მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ზურაბიშვილის თქმით, სრულიად მიუღებელია თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზირება და მასში რეპრესიების გატარება. "როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, მინდა ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელია ის, რაც გამოცხადდა, რომ შეიძლება ეს რეპრესიები და დათხოვნები შეეხოს თავდაცვის სამინისტროს, რამეთუ ეს არის ჩვენი ქვეყნის და დამოუკიდებლობის საყრდენი. არ შეიძლება, ამ უწყების რამენაირად პოლიტიზირება. მინდა მივმართო ჩვენ სამხედრო ძალებს და ვუთხრა, რომ ბოლომდე ყოველთვის ვიქნები მათ გვერდში, რათა მათ ჰქონდეთ ყველანაირი საშუალება და უფლება, ეს ქვეყანა დაიცვან, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო" – ამბობს ზურაბიშვილი. 4 თებერვალს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა და თებერვლის ბოლომდე, პირველი ტალღის შედეგად სამინისტროდან, სულ მცირე, 200 ადამიანის გაშვება იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)