|
2025-02-05 15:02:39, 473 ნახვა
პოლიტიკა
EFJ - თუ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს არ დააბრუნებენ თავის პოსტზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი გაირიცხება ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან
ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ) საქართველოში ჟურნალისტების შევიწროების შემთხვევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ტელეწამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს არ დააბრუნებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში თავის პოსტზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი გაირიცხება ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან (EBU). ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ამხილეს მზია ამაღლობელის დაკავების სუსტი გაშუქება მაუწყებლის ბორდის შეხვედრაზე.
4 თებერვალს ივანოვ-ჩიქოვანს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის საკუთარი პროგრამის წაყვანის უფლება შეუზღუდეს. EFJ-ის განცხადებით, ეს ცენზურა და პოლიტიკური ჩარევაა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება. EFJ-ის გენერალურმა მდივანმა რიკარდო გუტიერესმა განაცხადა: "თუ დაუმსახურებლად დასჯილი ჟურნალისტი არ დაბრუნდება თავის პოზიციაზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ იქნება ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი". “ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რომ ჩაერიოს”, - აცხადებს EFJ-ს გენერალური მდივანი რიკარდო გუტიერეზი. ამასთან, EFJ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს მაქსიმალური ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ შეწყვიტონ ჟურნალისტების დევნა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ არასამართლიანად დაკავებული ყველა პატიმარი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)