|
2025-02-04 17:36:07, 591 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველის განცხადება წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით
სახალხო დამცველის განცხადება წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით დაიწყო რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხილვა. კერძოდ, ცვლილებები შედის: შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში. წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა შეკრების და მანიფესტაციების გამართვის დროს შეკრების მონაწილეებისათვის სხვადასხვა აკრძალვების დადგენა, მათ შორის, შეკრების ადგილის, შეკრების ატრიბუტიკის თუ ფორმების ნაწილში; შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეკრებების აკრძალვის თუ შეწყვეტის დროს რიგი უფლებამოსილებების მინიჭება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით ხდება, როგორც მთელი რიგი დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დამძიმება, ასევე ცვლილებები ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესებს და სასამართლოში საქმეთა განხილვისას პროცედურულ გარანტიებს. სანქციების დამძიმებასთან ერთად, როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებებს ემატება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებების ჩადენისათვის პასუხისმგებლობა. სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მარეგულირებელი ნორმების ხარვეზებსა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე. თუმცა, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა საშუალებას ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში. შესაბამისი გაანალიზებისა და საფუძვლიანი განხილვების გარეშე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ცვლილებების მიღება აზიანებს, როგორც თავად საკანონმდებლო პროცესს, ასევე ქმნის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს - არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)