|
2025-02-04 13:07:32, 466 ნახვა
საზოგადოება
მთავარეპისკოპოსი ზენონი - რის მიღწევას ცდილობთ ბატონო ბიძინა? თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ
რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ - დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა?- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს. როგორც მეუფე ზენონი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ქვეყანაში მშვიდობა არ მოაქვს. „რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ. რა გინდათ. დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა? არა! არა! არა! ჯვარზე მიმავალმა ჯვარცმულმა თქვა: “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც წუთისოფელი იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება“. აი, მშვიდობა რა არის და ვისგან მოდის და როგორ მოდის, ბატონო ბიძინა. სხვისი ბედნიერი ცხოვრებისათვის გაღებული საკუთარი მსხვერპლით. სხვა დანარჩენი “მშვიდობა” უქმი ზმანებაა, სინამდვილეს რომ ეთამაშება. თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ“, - წერს მეუფე ზენონი.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)