15:48 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 11:28:25, 508 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კაციას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სწორედ დღეს იწყება ჟურნალისტის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა.

სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. პროცესს ესწრება ბრალდებული კაცია.

ის ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალებები "ჩაუდეს".

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics