|
2025-01-31 18:26:15, 713 ნახვა
საზოგადოება
პლატფორმა “სალამი” სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს
პლატფორმა “სალამი” სოლიდარობას უცხადებს პროევროპულ აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს, მათ შორის, ნეტგაზეთის/ბათუმელების თანადამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. „პლატფორმა სალამში“ გაერთიანებულ ახალგაზრდებს მიგვაჩნია, რომ ხალხი აუცილებლად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში", - წერია განცხადებაში. „სისტემა ცდილობს გააჩუმოს ხალხის ხმა, რათა ჩაახშოს ობიექტური აზრი და გამოხატვის თავისუფლება. უკანონოდ დააპატიმრეს ბათუმელების/ნეტგაზეთის დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. შიმშილობა არის პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმა და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ახლა რეალურ საფრთხეშია. ის კარგად აცნობიერებს, რომ მისი გაჩუმება არა მხოლოდ მისი, არამედ მთელ საზოგადოებას ეხება და მისი გაჩუმება ნიშნავს ხალხის გაჩუმებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას. „პლატფორმა სალამი“ სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს მას სამართლიან ბრძოლაში. პროტესტი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით. ის გავრცელებულია რეგიონებშიც, სადაც ადგილობრივი აქტივისტები სოლიდარობის ნიშნად იწყებენ შიმშილობას. გუშინ დმანისში სამოქალაქო აქტივისტი და „შეხვედრის ადგილის“ დამფუძნებელმა ლაშა ჩხვიმიანმა, მიმდინარე პროცესების მიმართ პროტესტის ნიშნად, დაიწყო შიმშილობა. „პლატფორმა სალამი“ სოლიდარობას და თანადგომას უცხადებს მას. „პლატფორმა სალამში“ გაერთიანებულ ახალგაზრდებს მიგვაჩნია, რომ ხალხი არ არის მხოლოდ ფორმალურად ხელისუფლების წყარო და ხალხი აუცილებლად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში!“ – ვკითხულობთ „სალამის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. .ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უკვე მეოცე დღეა, შიმშილობს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)