|
2025-01-31 13:01:42, 1024 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტია
უკრაინაზე მორიგი შეტევისას, რომელიც 30 იანვრის ღამიდან მიმდინარეობდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 102 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ეს ინფორმაცია დღეს, 31 იანვარს, დილის 11 საათის შემდეგ გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ. სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 59 დრონი ჩამოაგდეს, 37 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე". საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ზიანი მიაყენა სუმის, ოდესის და ჩერკასის ოლქებს. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესის ოლქში დრონებით შეუტია ჩერნომორსკის პორტის რაიონს. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დილით ტელეგრამ-არხით იუწყებოდა, რომ მოგერიებული დრონის ნამსხვრევებმა მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინა დააზიანა. მოგვიანებით კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ინფორმაცია არ დადასტურდა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)