|
2025-01-29 09:47:48, 418 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ტრამპის ბრძანება დროებით შეაჩერა
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანება დროებით შეაჩერა. მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე განკარგულება ძალაში შევიდოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, შეაჩეროს უკვე არსებული დაფინანსების პროგრამები ამერიკის დროით, 3 თებერვლის საღამოს ხუთ საათამდე. ეს გადაწყვეტილება ეხება იმ პროგრამებს, რომლებზეც დაფინანსება უკვე გამოყოფილია ფედერალური მთავრობის მიერ. ცნობისთვის, მართვისა და ბიუჯეტის ოფისის მოქმედმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფედერალური დაფინანსება შეჩერდებოდა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია არ გადახედავდა ყველა გრანტსა და სესხს და დაადგენდა შეესაბამებოდა თუ არა ის პრეზიდენტის პრიორიტეტებს. დაფინანსების შეჩერება ასევე ეხება საგარეო დახმარებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ თანხებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)