17:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 13:46:13, 382 ნახვა

პოლიტიკა
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილება არჩევნების დღეს აღარ ჩატარდება

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილება არჩევნების დღეს აღარ ჩატარდება - “საარჩევნო კოდექსში“ ხორციელდება ცვლილებები, რომლის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა გაიმართება.

კანონის პროექტის თანახმად, “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ტარდება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით კი, აღნიშნული პროცედურა არჩევნების დღის - დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში უნდა გაიმართოს.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება, რომლის გათვალისწინებით, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, სწორედ არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე ჩატარდა. ცესკოს ეს გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი გახდა როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების, ასევე, სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics