19:13 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 12:12:26, 376 ნახვა

პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი - ნამდვილად შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობის აქციით

ნამდვილად შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობის აქციით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„სისხლის სამართლის ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება შუა ხნის ასაკის ქალბატონი, რომელიც ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში. როცა ხედავ, ყველა ჩვენგანმა ვნახეთ ტელევიზიით, სასტიკ ცემას, ვგულისხმობ ნიღბიანი ადამიანების მიერ ქალების ცემას, და ბრალი არავისთვის წაუყენებით, ეს უპრეცედენტოა, ამიტომ გაგრძელდება სანქციების შესახებ განხილვა წევრ სახელმწიფოებთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ერთსულოვნება, არსებობენ წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ შეუერთდნენ ერთსულოვნებას, მაგრამ ევროკავშირის ხელმძღვანელობის ერთგულების გათვალისწინებით, შევეცდებით, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გვქონდეს ერთსულოვნება, რომელიც საჭიროა სანქციების დასაწესებლად“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ის, რაც ხდება თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში ბოლო 60 დღის განმავლობაში აბსოლუტურად მიუღებელია.

„ხელისუფლების მხრიდან არსებობს ხალხთან საუბრის ნულოვანი სურვილი, რაც აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. საჭიროა ამჟამინდელი ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გამოძებნა, ხელისუფლებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ აქტიურად ეძებოს ასეთი გამოსავალი, მიმდინარე დაშინება, ძალადობა, ძალის არაპროპორციული გამოყენება, სასამართლო სისტემისადმი ნდობის ეროზია და ქალბატონი მზიას საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებით შუა ხნის ასაკის ქალბატონისთვის პოლიციელის ცემისთვის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მალე დასრულდება და ადამიანები, რომლებიც ნამდვილად პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე, ადამიანების ცემაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, დიასჯებიან და სამართალი აღდგება“, - აღნიშნა ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics