19:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 19:14:51, 600 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - პირველად დადგა საკითხი, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის შესახებ უარის თქმაზე

„26 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, საქართველო გაწევრიანდა ევროსაბჭოში. ზურა ჟვანიამ მაშინ თქვა თავისი ცნობილი სიტყვა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“. 26 წლის თავზე, პირველად დადგა საკითხი, რომ საქართველოს დელეგაციას შესაძლოა უფლებამოსილება შეუჩერდეს. ეს არის რუსეთის ძალიან დიდი მიღწევა,“ – განაცხადა, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სტრასბურგში არაერთი შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში არსებულ ობიექტურ რეალობაზე, მათ შორის პოლიტპატიმრებზე, ისაუბრეს. მან აღნიშნა, რომ ევროპულ ორგანიზაციებში საქართველოს მხარდაჭერისთვის აუცილებელია ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.

„ვსაუბრობთ მზია ამაღლობელის პატიმრობაზე, მისი შიმშილობის მდგომარეობაზე, რაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ასევე ვსაუბრობთ სხვა პოლიტპატიმრებზე და იმაზე, რომ საქართველოში სულ უფრო ნაკლებად არსებობს დემოკრატიული სივრცე,“ – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა გაასაჩივრა. მისი თქმით, „საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული – მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებული, რაც ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულ წესრიგს ანადგურებს.“

მომავალი დღეების განმავლობაში, მონიტორინგისა და საპროცედურო კომიტეტები იმსჯელებენ საკითხზე და 24 საათის განმავლობაში გამოაქვეყნებენ დასკვნას. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებაზე 27-31 იანვრის სესიაზე გახდება ცნობილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics