|
2025-01-27 14:38:35, 656 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რევაზ კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს
20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და 26 წლის რევაზ კიკნაძემ, რომლებიც მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდნენ, შიმშილობა შეწყვიტეს. ადვოკატის, ელგუჯა ავსაჯანაშვილის ინფორმაციით, ჯავახიშვილს შიმშილობის პერიოდში 16 კილოგრამი აქვს დაკლებული, ორჯერ გონება დაკარგა, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა. მისივე თქმით, ჯავახიშვილს ხელზე დალურჯებაც აღენიშნება. ნიკოლოზ ჯავახიშვილი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციის დროს, სადაც მას პიროტექნიკის სროლა ედება ბრალად. რევაზ კიკნაძე კი 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით. მზია ამაღლობელი, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელი, 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს. #სოლიდარობა მზია ამაღლობელს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)