20:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 14:18:12, 504 ნახვა

პოლიტიკა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას

ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, ეს მიუღებელია ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოში არსებული სიტუაციის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლა შემიძლია ვისაუბრო, როგორც ეუთოს თავმჯდომარემ. გასულ წელს ეუთომ, ოდირის საშუალებით გამოაქვეყნა არჩევნების შესახებ ანგარიში და ასევე რეკომენდაციები არსებითად ახლის ორგანიზების შესახებ. ჩვენ, პირველ რიგში, ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, ეს მიუღებელია ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში. მეორე არის ის, რომ თუ გსურთ სანდო დემოკრატიად დარჩეთ, უნდა დარჩეთ სანდო დემოკრატიად, რომელიც ატარებს ისეთ არჩევნებს, სადაც ხალხის ნამდვილ აზრს ითვალისწინებენ“, - აღნიშნა ელინა ვალტონენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics