09:31 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 11:28:11, 594 ნახვა

პოლიტიკა
დავით კერესელიძე: ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი კვლავ გეგმაშია

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის ინფორმაციით, უკრაინაში საქართელოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი კვლავ გეგმაშია.
თუმცა, როდის ეწვევა ღარიბაშვილი უკრაინას, კერესელიძის თქმით, ზუსტი თარიღი უცნობია.
„უკრაინასთან ჩვენ გვაქვს და აუცილებლად გვექნება მეგობრული ურთიერთობა. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენს კეთილმეზობლობას ხელს არაფერი შეუშლის.  ამასთან, ვერ დავეთანხმები ინფორმაცია, რომ უკრაინასთან  ნაკლები კომუნიკაცია გვაქვს. ბოლო 2 თვის განმავლობაში, უკრაინაში ბრძანდებოდა საპარლამენტო დელეგაცია. იქ ასევე იმყოფებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. გარდა ამისა, ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე. ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ ისევ ვიზიტი მოვამზადოთ. ყველაფერი ძალაშია და შეცვლილი არაფერია. ნამდვილად არ გვსურს, რომ უკრაინასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს რამემ შეუშალოს ხელი“, - აღნიშნა კერესელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics