|
2025-01-24 17:48:25, 720 ნახვა
სამართალი
თბილისში მოკლული 26 წლის ახალგაზრდა სიღნაღის სოფელ ნუკრიანიდან იყო
თბილისში მოკლული 26 წლის ლევან ჯანგულაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანიდან იყო. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ის ბოლო წლებში დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. ჯანგულაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 12 იანვარს გავრცელდა. მისი კვალი სწორედ იმ დღეს დაიკარგა. ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სოციალურ ქსელებში მიმართეს საზოგადოებას და დახმარება ითხოვეს. დაკარგულს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა. გამოძიებით გაირკვა, რომ ჯანგულაშვილი კონფლიქტის შედეგად მოკლეს, მშენებარე კორპუსიდან გადმოაგდეს და შემდეგ ცხედარს კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი წაუკიდეს. მკვლელობის ფაქტზე 22 წლის ახალგაზრდა დაკავებულია. პროკურატურამ მას უკვე წარუდგინა ბრალი, რომელიც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცხედრის პოვნისა და დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)