22:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 12:57:07, 414 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე

რადიკალური ოპოზიცია კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციონერობა არის ხოლმე თავშესაფარი საქართველოში ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები.

„ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ ჩვენ, ზოგადად კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული რადიკალური ოპოზიცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ ხედავთ, რომ სასამართლოს მიერ აღიარებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია. სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია, ეს არის ერთგვარი ტენდენცია. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, მიაღწიოს წარმატებას ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოება ხედავს ყველაფერს", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics