|
2025-01-24 10:30:54, 848 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, თავდასხმას კიევის ოლქში, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეტევა მთელი ღამის განმავლობაში, დილამდე გაგრძელდა და საჰაერო თავდაცვის ძალები, დრონების განადგურების მიზნით, საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებდნენ. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებლის, მიკოლა კალაშნიკის განცხადებით, ერთ-ერთი დაღუპული ცეცხლმოკიდებულ კერძო სახლში იპოვეს, მეორე კი - სხვა დასახლებულ პუნქტში, სადაც 10-სართულიანი კორპუსი დაზიანდა. „დაღუპული აღმოაჩინეს კერძო სახლში, სადაც ჩამოგდებული სამიზნის ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მეორე გარდაცვლილი, 36 წლის მამაკაცი სხვა დასახლებულ პუნქტში აღმოაჩინეს, სადაც 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა“, - აღნიშნა კალაშნიკმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)