|
2025-01-23 15:48:02, 599 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება, გადაეცემა თუ არა საქმე არსებითად განსახილველად. პროცესს ბრალდებული გიორგი ახობაძე ესწრება და აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი თქმით, ის არ არის პასუხისმგებელი ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენაზე, რადგან მისი მტკიცებით, ისინი მისგან არ მომდინარეობდნენ.
როგორც დეფენდანტმა განმარტა, ის არის ექიმი, კერძოდ, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. ახობაძის თქმით, მუშაობა განაგრძობდა ამ პროფესიით, თუმცა გაჩერება ჰქონდა მხოლოდ იმ პერიოდში, როცა ავადმყოფ დედას უვლიდა, „როცა ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს ვუვლიდი“. ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)