|
2025-01-23 12:21:44, 559 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც მან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქმეში მტკიცებულება არ არსებობს. „რიცხვი არ მახსოვს, არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ გზა გადამეკეტა. მტკიცებულებები, რაც ვნახე, არაფერი არ არის, ველოდები, პროცესზე რა მტკიცებულებებს წარადგენენ. ჩემს პროცესში ყველაზე ნაკლებ პრობლემას ვხედავ, მთავარია პატიმრების ის რაოდენობა და ის პატიმრები, რომლებიც ახლა ციხეში სხედან. მთავარი სათქმელი ახლა ყველასი უნდა იყოს თავისუფლება პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს და დაინიშნოს ახალი არჩევნები",- განაცხადა ჟორჟოლიანმა. ნანუკა ჟორჟოლიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)