|
2025-01-22 17:13:51, 631 ნახვა
სამართალი
მოსამართლე ხუსკივაძემ 14 ადვოკატს, რომლებმაც 11 იანვრის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ეთიკის კომისიაში უჩივლა
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 14 ადვოკატს, რომლებმაც 11 იანვრის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ეთიკის კომისიაში უჩივლა. ცნობისთვის, 2025 წლის 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა პროევროპულ აქციებზე დაკავებული რვა პირის საქმე. სხდომის დაწყებისას, ადვოკატებმა მოითხოვეს უფრო დიდი დარბაზის გამოყოფა, რადგან არსებული სივრცე არ იყო საკმარისი და ერთ-ერთი ბრალდებული, 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი, შეუძლოდ გახდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რამაც ადვოკატებისა და ბრალდებულების პროტესტი გამოიწვია, რის შედეგადაც მათ სხდომათა დარბაზი დატოვეს. სხდომის გაგრძელების მიზნით, მოსამართლემ ხუთი ბრალდებულისთვის საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატები დანიშნა, თუმცა მათ საქმის მასალების სრულად გაცნობისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდათ. ასევე აღინიშნა, რომ სახაზინო ადვოკატებს არ მიეცათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ თავიანთ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს და მოესმინათ მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)