|
2025-01-21 18:30:23, 553 ნახვა
საზოგადოება
ამ წუთებში პარლამენტის უკანა შესასვლელთან მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მზია ამაღლობელის კოლეგები, რომლებიც “უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას” ითხოვენ. ჟურნალისტებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით : “თავისუფლება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ხელმძღვანელს მზია ამაღლობელს”, “თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრებს!”. როგორც სოლიდარობის აქციაზე სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა განაცხადა, მზია ამაღლობელი უსამართლო დევნის სიმბოლოა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. სოლიადრობა მზია ამაღლობელს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)