|
2025-01-20 13:18:59, 527 ნახვა
სამართალი
რიჟვაძე - პოლიციელზე ხელის აღმართვა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე პოლიციელებს მადლობას უხდის. მან განსაკუთრებული მადლობა ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნებს დგებუაძესა და ბესელიას გადაუხადა. რიჟვაძე ამბობს, რომ "ბევრი ასეთი პოლიციელი გვჭირდება". "პოლიციელზე ხელის აღმართვა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და შესაბამისად, არცერთი პროფესია არ არის ინდულგენცია კონკრეტული ადამიანისთვის, რომ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში ის რაიმე სახით აცდება შესაბამის სასჯელს და პასუხისმგებლობას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შს მინისტრს, რომ ასეთი ღირსეული პოლიციელები ხელმძღვანელობენ დანაყოფებს როგორც ბათუმში, ასევე აჭარის რეგიონში როგორიც გახლავთ ბატონი გრიგოლ ბესელია, ასევე ირაკლი დგებუაძე. ასე რომ, ჩვენ ასეთი ბევრი პოლიციელი გვჭირდება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას და აღსრულებას“,- აცხადებს რიჟვაძე.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)