19:01 - 20 Aug, 2026
|
2025-01-20 12:00:56, 592 ნახვა
სამართალი
პიროტექნიკის გამოყენების ბრალდებით დაკავებული გიორგი მინდაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ნინო თარაშვილმა პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლის ბრალდებით დაკავებული გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება დღეს 20 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე გადაისინჯა. მოსამართლემ თქვა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ხედავს, რადგან გიორგი მინდაძე წარსულში ორჯერაა ნასამართლევი - პირველად საკუთრების წინააღმდეგი მიმართული დანაშაულისთვის, მეორედ ნარკოტიკებისთვის. ის ახლა პირობით მსჯავრის ქვეშაა. სხვა დეტალები მოსამართლეს არ დაუზუსტებია. ამასთან თქვა, რომ ვერ ხედავს მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეს. გიორგი მინდაძის ადვოკატი ვახტანგ მთიულიშვილი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა. საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს 11:00-ზე დაიწყება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)