|
2025-01-20 09:29:52, 1383 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - თავდაცვაში ყოფნით ომის მოგება შეუძლებელია
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, თავდაცვაში ყოფნით ომის მოგება შეუძლებელია, ამიტომ, უკრაინამ უნდა განახორციელოს ის, რაშიც უპირატესობა აქვს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "რა თქმა უნდა, თავდაცვაში ყოფნით ომის მოგება შეუძლებელია. რამდენადაც თავს დაიცავ, იმდენად უკან დაიხევ. ჩვენ კი იძულებულნი ვართ შევინარჩუნოთ თავდაცვა და შევინარჩუნოთ ჩვენი ძალები პრაქტიკულად ფრონტის მთელ ხაზზე“, - აღნიშნა სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს უკრაინა ასეთ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაციას აქვს უპირატესობა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა უპასუხა, რომ უკრაინამ უნდა განახორციელოს ის, რაშიც უპირატესობა აქვს. "ჩვენ უნდა განვახორციელოთ ის, რაშიც გვაქვს უპირატესობა. ჩვენ პირველები ვიყავით მსოფლიოში, ვინც შევქმენით უპილოტო სისტემების ძალები. ამჟამად ვქმნით უპილოტო აპარატების შემადგენელ ნაწილებს. აქტიურად ვავითარებთ რობოტულ პლატფორმებს, ვავითარებთ სახმელეთო საბრძოლო პლატფორმებს," - აღნიშნა სირსკიმ. მისივე თქმით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა შექმნას საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემა. „გვაქვს ამის უნარი და შესაძლებლობა. იმედი მაქვს, მახასიათებლებით Patriot-ზე ნაკლები არ იქნება“, - აღნიშნა სირსკიმ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)