საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის 2016 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ გახსნა. შეხვედრას სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.

" />
06:54 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 18:10:11, 847 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის განხილვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის 2016 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ გახსნა. შეხვედრას სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანა დოლიძემ სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და 2016 წლის გეგმის განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გენდერულ საკითხებზე პერმანენტული ხასიათის შეხვედრების მოწყობა, საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა, გენდერული მრჩევლის ინსტიტუტის გაძლიერება, გენდერის კუთხით არსებული მდგომარეობის რეგულარული ანალიზი, შეფასება, კვლევების, გამოკითხვების წარმოება, რეკომენდაციების შემუშავება, საგანმანათლებლო მოდულების შექმნა და განვითარება 2016 წლის გენდერული გეგმის მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს. სამშვიდობო მისიებისთვის გადასროლისწინა პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებისთვის გენდერული მოდულის სწავლება, კანონმდებლობის გენდერული ანალიზი და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული სამინისტროს კანონმდებლობის ცვლილებების ორგანიზება კი 2016 წლის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს.

სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე. შეხვედრის მონაწილეებმა გეგმით გათვალისწინებული პუნქტები განიხილეს და ერთმანეთს შეხედულებები გაუზიარეს.

2016 წლის სამოქმედო გეგმის მიზანია საქართველოს თავდაცვის სისტემაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. გეგმაზე მუშაობას თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესრურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს. 2016 წლის გეგმა უახლოეს მომავალში დამტკიცდება, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინიტროში გენდერის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics