|
2025-01-18 15:54:13, 610 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეები სარაჯიშვილის მეტროდან აქცია-მსვლელობას მართავენ
„ძირს პოლიციური რეჟიმი“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ შეძახილებით მოქალაქეები სარაჯიშვილის მეტროდან აქცია-მსვლელობას მართავენ. მათი განცხადებით, სარაჯიშვილის მეტროდან მსვლელობით თემქაზე, პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან მივლენ, რითაც ქვეყანაში არსებულ „საპოლიციო რეჟიმს გააპროტესტებენ“. აქციის მონაწილეების განმარტებით, გარეუბანში აქციის გამართვა შეგნებულად შეარჩიეს იმიტომ, რომ „უთანასწორო გარემო ცენტრსა და პერიფერიებს შორის იგრძნობა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროტესტი მოედოს თბილისის ყველა უბანსა და საქართველოს ყველა ქალაქს“. „ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ, იმ სოციალური ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც აძლიერებს ამ პოლიციურ რეჟიმს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, ქვეყანაში პროტესტი არ შეწყდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები: გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)