03:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 11:51:57, 465 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საქართველოსა და სერბეთში საპროტესტო აქციები თავისუფლებისთვის, რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სერბეთში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოსა და სერბეთში საპროტესტო აქციები თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

„საპროტესტო აქციები საქართველოში და საპროტესტო აქციები სერბეთში ერთი და იგივე ბრძოლაა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, დამოუკიდებლობისთვის და რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. გუშინ სერბმა დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და სახელმწიფო ტელევიზიის წინააღმდეგ გამართეს. აქციის მონაწილეებმა ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა მოითხოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics