2025-01-16 13:31:16, 377 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კიევში ჩავიდა
კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დახვდა. ინფორმაციას, Reuters-ი ავრცელებს. კიევში ვიზიტამდე სტარმერმა, პუტინის მიზნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიზანი, კიევის სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩამოშორება იყო.
„პუტინის სურვილი, უკრაინა უახლოესი პარტნიორებისთვის დაეშორებინა, საოცარი სტრატეგიული მარცხი გამოდგა. ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე და ეს პარტნიორობა ჩვენს მეგობრობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, - განაცხადა კირ სტარმერმა კიევში ვიზიტამდე.
შეგახსენებთ, რომ ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 100 - წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ. ინფორმაციას, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,