04:02 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 00:12:49, 505 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ და სომხეთმა სტრატეგიული ურთიერთობა გააფორმეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი - სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია - და შექმნეს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია.

ქარტიას ხელი ვაშინგტონში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

„ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი ეპიზოდია აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებში. ჩვენ ვქმნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.

მისი თქმით, კომისია ორ ქვეყანას აძლევს საგზაო რუკას, რათა გააფართოვონ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, მართლმსაჯულების სფეროებში და გააღრმავონ ხალხთაშორისი ურთიერთობები.

ეს ნაბიჯი აშშ-ის მთავრობამ გადადგა ახალი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისათვის ძალაუფლების გადაცემამდე 6 დღით ადრე.

„ჩვენ მოუთმენლად ველით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა მივაღწიოთ იმ ამბიციურ მიზნებს, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით არის განსაზღვრული“, -განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics