|
2025-01-14 12:08:10, 525 ნახვა
სამართალი
ზუგდიდის აქციაზე დაკავებული მარიამ სიჭინავა სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორშია
ზუგდიდში, პროევროპულ აქციაზე დაკავებული პარტია „დროას“ წარმომადგენელი, მარიამ სიჭინავა სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისმა ადვოკატმა, როლანდ შონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციამ მარიამი პიროტექნიკის გამოყენებისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დააკავა. აღნიშნული მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს, რისთვისაც ადამიანს 5000 ლარის ოდენობით. „მარიამ სიჭინავა თავს ნორმალურად გრძნობს...ძალადობა პოლიციაში არ ყოფილა, მაგრამ ადგილი ჰქონდა პროცესუალურ დარღვევებს. მაგალითად, მარიამ სიჭინავას არ განუმარტეს დაკავების მიზეზები... სასამართლო ზუგდიდში გაიმართება დღეს ან ხვალ“, - თქვა ადვოკატმა როლანდ შონიამ. მარიამ სიჭინავა ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან დააკავა პოლიციამ 13 იანვარს, ღამით. პარტია „დროას“ წარმომადგენელმა საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკი გამოიყენა. ზუგდიდში მიმდინარე უწყვეტ აქციაზე, ბოლო რამდენიმე დღეში მარიამ სიჭინავა პოლიციამ ექვსჯერ დააჯარიმა პიროტექნიკის გამოყენებისა და თავსაბურავის, ე.წ ბალაკავას ტარების გამო, რაც 2000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. დაკავებამდე მარიამ სიჭინავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ არ აპირებს ჯარიმების გადახდას და არც პოლიციის „უკანონო მოთხოვნებზე“ დამორჩილებას.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)