08:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 13:17:27, 46562 ნახვა

სპეციალური ანონსი
იფიცება საქართველო! – 15 იანვარს, 15 საათზე, გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა.

დღე, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის დედა და მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოს ბანკის დირექტორს ხვდებიან.

ისინი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციისგან გარანტიას მოითხოვენ, რომ თანამშრომლებს გაფიცვაში ხელს არ შეუშლიან. დღესვე იქნება შეხვედრა თიბისი ბანკის დირექტორთანაც.

მხოლოდ ამ ორ ბანკში ათი ათასობით ადამიანია დასაქმებული, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელებმა თანამშრომლებს გაფიცვაში ხელი არ შეუშალონ, რადგან ეს მათი კანონიერი უფლებაა.

„ყველა პატიმრის დედის სახელით და თხოვნით, მივმართავ ბანკის ხელმძღვანელობას, 15 იანვარს საბანკო სფეროში დაგეგმილ სამ საათიან გაფიცვასთან დაკავშირებით, არ შეუშალონ ხელი თავის თანამშრომლებს, ვისაც ნება აქვთ და უნდათ, რომ გაიფიცონ არ შეუშალონ ხელი. მინდა მკაფიო პასუხი იმაზე, რომ ეს თანამშრომლები, რომლებიც გაიფიცებიან არ დაისაჯონ. ამას ვითხოვ და მოვითხოვ. თუ გინდათ, რომ პატიმრების მშობლებს და პატიმრებს გვერდით დაუდგეთ. ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ ამით. მორალური ამბავია და მე მგონია, ყველა შევა ჩვენს მდგომარეობაში. იმედი მაქვს, საბანკო სექტორი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics