12:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 12:59:03, 402 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - ყველა დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ყველა დეპუტატს უნდა ჰქონდეს თმენის ვალდებულება და მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს. მისი თქმით, მსგავსი დაპირისპირებები „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია, რომელმაც საზოგადოების დაპირისპირება განაპირობა. ლილუაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები პირდაპირი შედეგია „ქართული ოცნების“ ნაბიჯებისა, რის გამოც ეს პარტია პასუხისმგებელია ამ დაპირისპირებაზე და გამოსავალი შესაძლებელია მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნით.

„ასეთი დაპირისპირებები, რაც აქამდე მოხდა, ვგულისხმობ, ქუჩაში და რომელიც შეიძლება მოხდეს მომავალში, არის მთლიანად უსუსური და უგუნური „ქართული ოცნების“ დამსახურება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საზოგადოების დაპირისპირებისთვის. ყველა დეპუტატს ჯერ ერთი აქვს თმენის ვალდებულება და კეთილი ინებონ და თმენის ვალდებულების ფარგლებში მოითმინონ და მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს მათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით და ვგმობთ, ძალიან კარგად გვესმის, რომ ასეთი შემთხვევები უკავშირდება „ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. სხვა არაფერია ამის ფუნდამენტი. ეს უნდა გაიგოს „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელმა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა და გამოსავალი მათ აქვთ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, დროულად დანიშნონ ხელახალი არჩევნები და ეს დაპირისპირება დაასრულონ საზოგადოებაში,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტი, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე გამოიწვია საზოგადოების დიდი გამოხმაურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics