12:32 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 11:48:52, 389 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - სასამართლო დღეს თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“

საზოგადოებამ გუშინ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლის მცდელობა სასამართლოებზე, თუმცა სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძე რესტორან „ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„ეს აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული. ვნახეთ იქ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. თავად გაავრცელა „პარტიამ“, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა შორის სამი მათი წევრია. გუშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იმ სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც თავისუფალნი არიან პოლიტიკური გავლენებისგან და გადაწყვეტილებებს მხოლოდ კანონის საფუძველზე იღებდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დროსაც 0,1% იყო გამამართლებელი განაჩენები, დღეს უკმაყოფილოა სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მიუღებელია, დაუშალო ვინმეს კორპორატიული შეკრება ან რაიმე სხვა ღონისძიების ჩატარება. საზოგადოებამ გუშინ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლის მცდელობა სასამართლოებზე, თუმცა დღეს სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“. როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ეს აღიზიანებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ეს აქციები ემსახურება ერთადერთ მიზანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორმე თავისი გაიტანოს და ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ოღონდ ძალადობრივი გზით, რადგან არჩევნების გზით ხელისუფლებაში არ და ვერასდროს დაბრუნდებიან“, – განაცხადა ბოჟაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics